სამეფო უბნის თეატრში „ზიპოს“ პრემიერა გაიმართება

 5, 6, 7 მარტს, 20:00 საათზე,  სამეფო უბნის თეატრში  „ზიპოს“ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია პაატა ციკოლია.
მთავარ როლში: მეგი კობალაძე;
ხმა: მუვა მარგიშვილი;
პოსტერი: ივა ქიმერიძე.
„ზიპო“ ბაზრობაზე სანთებელებით მოვაჭრე ახალგაზრდა ქალის მეტსახელია; იგი მხიარული, ენერგიული, უკეთესი მომავლის იმედით სავსე ადამიანია, რომელიც, სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის მიუხედავად, არ ურიგდება ბედისწერას, მაინც იბრძვის, ეძებს ნუგეშს, მეგობრობასა და სიყვარულს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მონოსპექტაკლი მთელ სივრცეს უთმობს „უხილავ ადამიანს“ თანამედროვე საქართველოდან, ვისი ძახილიც ხშირად არ გვესმის, ვინც ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ვერ ვხედავთ ხოლმე…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები