“თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, ის უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება, არამედ, მთელი კაცობრიობის არსებობის საკითხთან ერთად” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის აზრით, თუ რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება.

მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს ცივილიზაციას მის გარეშე, იქნება კოლაფსი, აპოკალიფსი, რადიაცია, მაგრამ რუსეთი დასავლეთს საუკუნეების განმავლობაში დაავიწყებს, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი ცხოვრება.

ამის შესახებ მან გაზეთ “იზვესტია”-სთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.

“ნებისმიერი დაშლილი იმპერია თავის ნანგრევებში მარხავს მსოფლიოს ნახევარს, ან უფრო მეტსაც. როგორც ჩანს, მათ, ვინც ჯერ სსრკ გაანადგურეს და ახლა რუსეთის ფედერაციის განადგურებას ცდილობენ, ამის გაგება არ სურთ. მათ აქვთ ბოდვითი ილუზიები, რომ გასროლის გარეშე სხვა სამყაროში საბჭოთა კავშირის გაგზავნით, შეძლებენ დღევანდელი რუსეთის დამარხვას საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე და კონფლიქტში მონაწილე ათასობით ადამიანის სიცოცხლის ღუმელში გადაყრით. ეს უკიდურესად საშიში მცდარი წარმოდგენებია. ისევე, როგორც სსრკ-ში, ეს არ იმუშავებს. თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. არამედ, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად. და აქ არ უნდა იყოს გაურკვევლობა. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე.

რა თქმა უნდა, შეიძლება გაგრძელდეს იარაღის მიწოდება ნეოფაშისტური კიევის რეჟიმისთვის და მოლაპარაკებების აღდგენის ნებისმიერი შესაძლებლობა დაიბლოკოს. ჩვენი მტრები სწორედ ამას აკეთებენ, არ სურთ იმის გაგება, რომ მათი მიზნები, სრულ ფიასკომდე მიდის. წაგება ყველასთვის. კოლაფსი. აპოკალიფსი. როდესაც ძველი ცხოვრების დავიწყება საუკუნეების განმავლობაში მოუწევთ, სანამ რადიაცია არ შეწყვეტს გამოსხივებას.

​რუსეთი ამას არ დაუშვებს. და ჩვენ მარტო არ ვართ ამ საქმეში. დასავლეთის ქვეყნები სატელიტებთან ერთად – მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ბევრად ძლიერი. ჩვენი დიდი ქვეყნის მშვიდი ძალა და მისი პარტნიორების ავტორიტეტი – არის ჩვენი მთელი მსოფლიოს მომავლის შენარჩუნების გასაღები”, – დაწერა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები