“პუტინთან მოლაპარაკება მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს” – ლიეტუვის საგარეო უწყება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს არ სჯერა ვარაუდის, რომ რუსეთი ომით დაიღლება და მოლაპარაკება მოუნდება.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
“პუტინის მიზნები არ შეცვლილა. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია, მათ მიაღწიოს. ის ზავზე, როგორც ტაიმაუტზე – წავა მომდევნო აგრესიის მომზადებამდე. ის გააგრძელებს კონფლიქტების გაღვივებას. მან ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, ამიტომ ვერ ჩერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლანდსბერგისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია მის კონტროლს დაუბრუნდება.
“უკრაინის დაძალება, რომ უღალატოს საკუთარ მოქალაქეებს, არ იქნება სამართლიანი და არ მოიტანს მშვიდობას. ასეთი “შეთანხმებები” მხოლოდ მომავალ კონფლიქტებს უყრის საფუძველს. ამიტომაც ვთხოვთ უკრაინის მოკავშირეებს, სრულად მიუძღვნან თავი უკრაინის სრულ გამარჯვებას. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი ვარიანტია“, – დაწერა დიპლომატმა.
ლანდსბერგისი ასევე არ ეთანხმება თეზისს, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება.
“მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა მოლაპარაკებებით. მშვიდობა შეიძლება – იყოს მდგრადი მხოლოდ მაშინ, როდესაც პუტინი დამარცხდება. პუტინთან მიმდინარე მოლაპარაკებები, მხოლოდ კონფლიქტის განმეორებას გამოიწვევს. სწრაფი, სრული გამარჯვება არის ხანგრძლივი მშვიდობის ერთადერთი გარანტია”, – დაწერა მან.