თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თითქმის 21 000 შენობაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

უწყება ამჟამად ნანგრევების გაწმენდაზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები