სოც. მედია: რუსეთს სამხედროები ბელარუსიდან როსტოვში გადაჰყავს

რუსეთს ამ დროისთვის ტექნიკისა და სამხედროების ეშელონი ბელარუსიდან როსტოვში გადაჰყავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნი“ და ბელარუსიის რკინიგზელთა გაერთიანება თავის Telegram-არხზე ავრცელებენ.

გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 25 თებერვალს გროდნენსკის რაიონის სლონიმის სადგურიდან, სადგურ მატვეევ-კურგანზე როსტოვის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ნაწილის ეშელონი გაემგზავრა.

შემადგენლობაში არის 51 ვაგონი, მათგან:

  • 5 სამგზავრო ვაგონი (დაახლოებით 250 ადამიანი);
  • სამი გადახურული ვაგონი (აღჭურვილობით);
  • 43 ვაგონი პლატფორმა.

სადგურზე მისვლის თარიღად მითითებულია 4 მარტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები