კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
1. „ბეღურები ღამით არ დაფრინავენ“ – განმახორციელებელი ფ/პ ლევან ლორია;
2. კრებული „პაოლო იაშვილის სამყარო“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“;
3. დალილა ბედიანიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული „კეთილი მგზავრობა“ – განმახორციელებელი შპს „მერანი“;
4. „მხატვრული ქმნილების პირისპირ“ – განმახორციელებელი შპს „უნივერსალი“;
5. „გურამ ბათიაშვილი 85 – რჩეული ნაწარმოებები“ – განმახორციელებელი შპს „ლომისი“;
6. ვანო ჩხიკვაძე, „აჰა, ზამთარი გადასატანი“ – განმახორციელებელი ფ/პ ივანე ჩხიკვაძე;
7. ნინო მშვიდობაძის ლექსების კრებული „სული ხელისგულზე“ – განმახორციელებელი შპს გამომცემლობა „მერიდიანი“;
8. „ამბავი მწუხრისა“ – განმახორციელებელი ფ/პ ნინო მანძულაშვილი;
9. „სიტყვა ქართული“ – განმახორციელებელი ფ/პ ვასილ პაპიაშვილი;
10. ნოდარ არდოტელის ლექსების კრებული – განმახორციელებელი ფ/პ ნოდარ არდოტელი;
11. თამაზ ბარჯაძის ლექსების კრებული „ალმოდებული სიცოცხლე“ – განმახორციელებელი ფ/პ თამაზ ბარჯაძე;
12. მიხეილ მოსულიშვილი, „დარდისას გეტყვი“ – განმახორციელებელი შპს გამომცემლობა „ბაკმი“;
13. „ლოცვა წინაპართათვის“ – განმახორციელებელი ფ/პ ნანა ქარდავა;
14. „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან“ – განმახორციელებელი ი/მ თამარ ჭოველიძე (აზროვნების აკადემია);
15. ლექსების კრებული „მინდა მჯეროდეს“ – განმახორციელებელი ფ/პ ქეთევან კორძაძე.
წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი. საკონკურსოდ სამინისტროში შემოვიდა 30 განცხადება და გამოვლინდა 15 გამარჯვებული პროექტი.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – ფარგლებში 13 პროექტი დაფინანსდა.