უკრაინის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს.

შესაბამისი განცხადება მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„უპირველეს ყოვლისა, მე ვგეგმავ სი ძინპინთან შეხვედრას და მჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და უსაფრთხოებას მსოფლიოში. ჩინეთთან დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. საქმე მხოლოდ ომში არ არის. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულნი ვართ ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ისტორიულად პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს, რადგან „ეს არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები