გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, სულ მცირე 487 ბავშვი დაიღუპა და 954 – დაშავდა.
UNICEF-ის წარმომადგენლის, ჯეიმს ელდერის განცხადებით, რეალური რიცხვები აღნიშნულზე გაცილებით მეტია.
როგორც მან CNN-თან საუბრისას აღნიშნა, ომმა ბავშვები სიღარიბემდე მიიყვანა, მათ დიდი ტრავმა მიაყენა და განათლების გარეშე დატოვა.