უკრაინამ პოლონეთისგან Leopard 2-ის ტანკები მიიღო
პოლონეთმა უკრაინის Leopard 2-ის პირველი ოთხი ტანკი გადასცა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანაში ტანკების მიღების პროცესს პოლონეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები და უკრაინის თავდაცვის მინისტრი დაესწრო.
„ერთი წლის წინ ტანკები შემოვიდნენ უკრაინაში, რათა უკრაინელებისთვის თავისუფლება წაერთმიათ. დღესაც ტანკები შემოვიდნენ უკრაინაში, მაგრამ თავისუფლების დასაცავად. პარტნიორების მიერ მოწოდებულ Leopard 2-ის პირველ ოთხ ტანკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან ერთად შევხვდით“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
Перші чотири Leopard 2 в Україні pic.twitter.com/voowYDVd75
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) February 24, 2023