პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.

ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. გარდა ამისა, აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს განუცხადა, რომ ორშაბათიდან ქვეყანაში პერმანენტული აქციები დაიწყება, რომლის მიზანიც ხელისუფლების ცვლილება იქნება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები