ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის.
თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც რუსი, ასევე მესამე ქვეყნების აქტორების წინააღმდეგ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, „რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას“.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან მიიღო „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები დღემდე“ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან.