თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მალე დაიწყება. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან.
უკრაინის მხარდამჭერები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები აქციაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და ავტომობილების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.