OVD-Info​: რუსეთის ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ადამიანებს აკავებენ

სანკტ-პეტერბურგში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, სულ მცირე, 15 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას OVD-Info ავრცელებს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ მას ბრალი წაუყენეს კორონავირუსული შეზღუდვების დარღვევის მუხლით.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სულ მცირე სამი ქალი დააკავეს მოსკოვში ლესია უკრაინკას ძეგლთან. SOTA-ს ინფორმაციით, პოლიციამ მეეზოვეს ძეგლიდან ყვავილების აღება დაავალა.

კიდევ სამი ადამიანია დაკავებული ეკატერინბურგში, ასევე ყვავილების აქციებზე.

დაკავებებია ირკუტსკში, კოროლევში, ბარნაულსა და სხვა ქალაქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები