ხანძარი ორთაჭალაში – ცეცხლი მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გაჩნდა
ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პოლიეთილენის მილებზე გავრცელდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მაშველებმა, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები შენობიდან სრულად გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.