ქადაგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტს ერთხელ არ დაუცვია თავისი სახელმწიფო, როდესაც შიგნიდან თუ გარედან, ყოველგვარი დოკუმენტის, ფაქტისა და დასაბუთებული ეჭვის გარეშე, საქართველოს უმძიმეს ცოდვებში ხვევდნენ

საქართველოს პრეზიდენტს ერთხელ არ დაუცვია თავისი სახელმწიფო, როდესაც შიგნიდან თუ გარედან, ყოველგვარი დოკუმენტის, ფაქტისა და დასაბუთებული ეჭვის გარეშე, საქართველოს უმძიმეს ცოდვებში ხვევდნენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს მეტი უნდა გაეკეთებინა, არასდროს აკონკრეტებენ რას გულისხმობენ “მეტში.

“როდესაც ამბობენ, რომ მეტი უნდა გაკეთებულიყო, კარგი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა იყოს. ყოველთვის როდესაც ამ „მეტზე“ კონკრეტიკაში გაჰყვები, მერე თავს იკავებენ.

საქართველომ ყველაფერი გააკეთა არა იმიტომ, რომ ამისთვის მადლობა გვჭირდებოდა ან რაღაც. გავაკეთეთ იმიტომ, რომ სხვანაირად ქართველი კაცი არც გააკეთებდა. ამიტომ მთავრობას ამის გამო არც არასდროს ბევრი არ უტრაბახია. თუ რამე გვითქვამს, გვითქვამს იმიტომ, რომ ბრალდებების კორიანტელი შიგნიდან თუ გარედან შეგვენელებინა.

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტს ერთხელ არ დაუცვია თავისი სახელმწიფო, როდესაც შიგნიდან თუ გარედან, ყოველგვარი დოკუმენტის, ფაქტისა და დასაბუთებული ეჭვის გარეშე, საქართველოს უმძიმეს ცოდვებში ხვევდნენ“, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები