საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
აქციებს როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც შეუერთდნენ.
აქციები გაიმართა ბათუმსა და ოზურგეთში.
მონაწილეების თქმით, ამ ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.
ამასთან, ამავე შინაარსის აქციაა დაგეგმილი დედაქალაქშიც. უკრაინის სოლიდარობისთვის მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან.