საგარეო უწყება: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

საქართველო არის გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის „UN Charter principles underlying a comprehensive, just and lasting peace in Ukraine“ მთავარი სპონსორია. ეს ადასტურებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას, რომელიც ასევე მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის 11-ე საგანგებო სხდომაში“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები