კასიანოვი: უკრაინელი მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ არა იმდენად იმ ფაქტით, არამედ „ქართული ოცნების” ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის უმაღლესი რადას მოწვევის უგულებელყოფის მოტივებთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინელი მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არამხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან წარმოდგენილი.

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მამაცი ქართველი პოლიტიკოსების, რომლებმაც რუსეთის მხრიდან, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, მუქარებისა და საფრთხეების მიუხედავად, პრინციპული პოზიცია გამოავლინეს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად უკრაინას ქმედითი მხარდაჭერა გაუწიეს.

რაც შეეხება პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტს – მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ეფექტურად მხარდაჭერას უწევს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული საქმითაც. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ უკრაინის საელჩოში საქართველოში აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მათი მონაწილეობის საკითხზე”, – თქვა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები