დავით სონღულაშვილი და ხატია წილოსანი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდნენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას შეეხო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის ქვეშა საკაბელო პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების პერსპექტივაზე. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ე.წ.განცალკევების („Unbundling“) პროცესის განხორციელებასა და გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) სერტიფიცირებაზე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ახალი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები.

სტუმარმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები