იონათამიშვილი – პრეზიდენტის ვეტოზე: მისი დაძლევა პრობლემა არ იქნება

ვეტოს გამოყენება ხდება გემოვნებით და არა – არგუმენტებსა და პოზიციებზე დაფუძნებით. მისი დაძლევა პრობლემა არ იქნება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს.

“სინამდვილეში, ეს მექანიზმი დიდ პასუხისმგებლობას და მაღალ სტანდარტს გულისხმობს, მათ შორის, არგუმენტირების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ვეტოს გამოყენება ხდება გემოვნებით და არა – არგუმენტებსა და პოზიციებზე დაფუძნებით. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაველოდებით და ვფიქრობ, მისი დაძლევა პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, რა ფანტაზიებით გამოდიან ხოლმე, ამას უკვე დიდი ხანია, ყურადღებას არავინ აქცევს, მათ ფანტასმაგორიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან “არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!”.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა მეოთხე ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის დამატება მაშინ, როდესაც სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ნებისმიერს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები