ვახტანგ გომელაური: ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან, რომ მადლობა, თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს

მინდა, პირველ ყოვლისა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ერთია, რასაც ეკრანიდან უყურებ, მაგრამ ადგილზე რასაც უყურებ, ბევრად მძიმე სანახავია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ამაყია, როდესაც ქართველი მაშველების მუშაობისთვის მადლობას უხდიან.

„მინდა, პირველ ყოვლისა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ერთია, რასაც ეკრანიდან უყურებ, მაგრამ ადგილზე რასაც უყურებ, ბევრად მძიმე სანახავია. იცით, რომ იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით, მოხდა ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის მობილიზება, დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით და მეთვრამეტე დღეა, აქ არიან. ერთი ჩანაცვლება გავაკეთეთ. სამი ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხლები ამოიყვანეს. სამწუხაროდ, თუ არ ვცდები, 85 დაღუპული ამოასვენეს ნანგრევებიდან. ჩვენი მაშველები გამოცდილები და მაღალ დონეზე მომზადებულები არიან. მე ამაყი ვარ, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ მათგანს. ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან, რომ მადლობა, თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთ და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები