Bloomberg: პოლონეთი უკრაინაში პირველ Leopard-ებს დღეს გაგზავნის
პოლონეთი უკრაინაში Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების პირველ პარტიას, რომელიც 14 ერთეულისგან შედგება, უკვე დღეს გაგზავნის.
ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ტანკების გაგზავნაზე განცხადებას პოლონეთის პრემიერი კიევში გააკეთებს.
23 თებერვალს მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი პირველი ან ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას “ლეოპარდებს” გადასცემს.