“პუტინი დამარცხებულია, მან ომი უნდა დაასრულოს” – ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
კანცლერის მიმართვა “ტვიტერში” უკრაინაში ომის დაწყებიდან წლისთავზე გავრცელდა.
„რუსეთი უკვე ერთი წელია რაც აწარმოებს უმოწყალო დაპყრობით ომს უკრაინაში… რაც ნამდვილად გვაოცებს, არის უკრაინელების მონდომება და გამბედაობა, რომლებთანაც ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. გერმანია მათ ამაში უჭერს მხარს და დაუჭერს ისევე ძლიერად და იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – თქვა შოლცმა.
მისი თქმით, შარშანდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა.
„ვლადიმერ პუტინმა ფსონი განხეთქილებაზე დადო, მაგრამ მიიღო საპირისპირო შედეგი: უკრაინა ერთიანია, როგორც არასდროს, ევროკავშირი ერთიანია. გერმანია ურყევად დგას უკრაინის მხარეზე – დღესაც და მომავალშიც. ომს ჩვენ მიერ იარაღის მიწოდება კი არ ახანგრძლივებს. პირიქით, რაც ადრე აღიარებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზანი ვერ იქნება მიღწეული, მით დიდია ომის დამთავრების შანსი. ყველაფერი პუტინის ხელშია. მას შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი”, – დასძინა კანცლერმა.
Seit einem Jahr führt Russland einen unerbittlichen Angriffskrieg gegen die #Ukraine. 🇩🇪 steht fest an Seite der 🇺🇦 – auch in Zukunft. Je früher Putin einsieht, dass er sein imperialistisches Ziel nicht erreichen wird, desto größer die Chance auf ein Kriegsende. #KanzlerKompakt pic.twitter.com/T68jGEjXoQ
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) February 24, 2023