ბუნდესტაგის თავზე უკრაინული დროშა აღიმართა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, გერმანიის ბუნდესტაგის თავზე, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინული დროშა აღმართეს.

როგორც გერმანიის პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „ამგვარად, ბუნდესტაგის პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა გერმანია-უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივას, რომ ამ დღეს უკრაინელ ხალხთან სოლიდარობა მკაფიოდ გამოჩნდეს”.

ასევე ცნობილია, რომ 2 მარტს, პლენარული სესიის დასაწყისში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვა სიტყვით თემაზე „გარდამტეხი მომენტის წელი – გერმანიისა და ალიანსების უსაფრთხოების გაძლიერება, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“. მთავრობის განცხადებას დებატები მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები