აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას ახალ 2- მილიარდ დოლარიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, რომ ბაიდენი უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ ქვეყანა „მეტ არტილერიას, მეტ საბრძოლო მასალას, მეტ HIMARS-ს, ასევე ადრე დაპირებულ ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებს და ტანკებს მიიღებს“.

ამასთან, სალივანს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის იარაღს მიიღებს უკრაინა აშშ-ს დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები