„როგორც ჩანს, პუტინი მორიგ, ანომალიური ტიპის გეოპოლიტიკურ იდეას ავითარებს“ – ვახტანგ მაისაია

უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმირ პუტინი მორიგ, ანომალიური ტიპის გეოპოლიტიკურ იდეას ავითარებს. ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, პუტინი აპირებს, რომ ახალი ტიპის საბჭოთა კავშირის შექმნის ინიციატივა წამოაყენოს. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლიდერები მოსკოვში იმყოფებოდნენ. შემდგომში კი ბჟანია ბელარუსში ჩავიდა, ხოლო ბელარუსიდან ჩადის ირანში, ასევე, ბელარუსის ლიდერი ჩადიოდა მოსკოვში. როგორც ჩანს, ახალი ტიპის რაღაც ევრაზიული საბჭოთა კავშირის შექმნის იდეა მუშავდება, სადაც, სავარაუდოდ, შევლენ ბელარუსი, რუსეთი, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. შეიძლება, ამ გაერთიანებაში ირანიც კი შევიდეს. როგორც ჩანს, პუტინი მორიგ, ანომალიური ტიპის გეოპოლიტიკურ იდეას ავითარებს. როგორც ჩანს, ის ბუნკერში საკმაოდ გამოვიდა მწყობრიდან და ეს ეტყობა კიდევაც. როგორც ჩანს, რუსეთმა „საბჭოთა კავშირი 2 – ის“ პროექტი დაივიწყა და „საბჭოთა კავშირი 3-ის“ პროექტის განხორციელებაზე გადავიდა, რადგანაც, „საბჭოთა კავშირი 2“ ევრაზიული სახელმწიფოების საფუძველზე ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას მოიცავდა, ეს პროექტი ჩაეშალა და, როგორც ჩანს, პუტინი „საბჭოთა კავშირი 3-ის“ პროექტზე გადავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს სააგენტო „კვირას“ ექსკლუზივია. მინდა, ეს გავაჟღერო. ეს პროექტი მზადებაშია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები