უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს და ეს არის ის, თუ რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საერთო პოზიციას იმისთვის, რომ დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის სოლიდარობის ღონისძიებაზე განაცხადა.
სინქრონული თარგმნის მიხედვით, კასიანოვმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობაზე, რომელსაც უკრაინა იღებს.
“დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ეს გვაძლევს უპრეცედენტო, შეუდრეკელ დახმარებას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა რესურსის მოწოდებით, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებით.
უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს და ეს არის ის, თუ რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საერთო პოზიციას იმისთვის, რომ დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ჯარისკაცების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას”, – განაცხადა კასიანოვმა.