“თავისუფალი უკრაინა თავისუფალ ევროპას ნიშნავს” – შარლ მიშელი
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, ის აცნობიერებს, რომ ეს არის ომი ასევე ევროპის თავისუფლებისთვის.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
„ერთი წელია, რუსეთი ბარბაროსულად მოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ, ერთი წელია – თქვენ, უკრაინელები, გაბედულად ეწინააღმდეგებით მას. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და დაგეხმარებით, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან ჩვენ არასოდეს შევეგუებით ისეთ მსოფლიო წესრიგს, რომელსაც უხეში ძალა მართავს. უკრაინა გაიმარჯვებს. თქვენ გაიმარჯვებთ და იცხოვრებთ მშვიდობიანად და თავისუფლებაში. თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინა ნიშნავს თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპას. დიდება უკრაინას!”, – დაწერა შარლ მიშელმა.