რა დანაკარგს განიცდის ოკუპანტი უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე – უკრაინის გენშტაბის განახლებული სტატისტიკა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსმა ოკუპანტებმა 146 820 სამხედრო დაკარგეს.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის განახლებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ 12 თვის განმავლობაში რუსეთმა “სამ დღეში კიევის” აღებაც ვერ შეძლო, მათ ვერც ლუგანსკის და დონეცკის ოლქები დაიკავეს. ამასთან, მათი მატერიალურ-ტექნიკური დანაკარგი მნიშვნელოვანია.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყების 365 დღის განმავლობაში, განადგურებულია 3363 რუსული ტანკი; 6600 ჯავშანტექნიკა; 2363 საარტილერიო სისტემა; 474​ საზენიტო დანადგარი; 247 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 299 თვითმფრინავი; 287 ვერტმფრენი; 2033 დრონი; 873 ფრთოსანი რაკეტა; 18 გემი / ნავი – 18; 5224 საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანა; 229 სპეცტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები