“ერთი წლის წინ, ამ დღეს არ ვიცოდით – რა მოხდებოდა ხვალ, მაგრამ ვიცოდით, რომ ხვალინდელი დღისთვის უნდა იბრძოლო” – ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართა.

თავდაპირველად, მან ისაუბრა უკრაინელების გამძლეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელი აგრესორზე გამარჯვების წელი იქნება.

“24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი: არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯ-ყვითელი. არა გაქცევა, არამედ მტრის დახვედრა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ბრძოლის წელი – იყო ტკივილის, სინანულის, რწმენისა და ერთიანობის წელი.

“და ეს იყო ჩვენი უძლეველობის წელი. ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ჩვენ ძლიერები ვართ. ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველას დავამარცხებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა!” ეს სიტყვები ერთი წლის წინ ვთქვი, ჩემს პირველ მიმართვაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მაშინ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა მეორე დღეს. მაგრამ დანამდვილებით მიხვდით, რომ ყოველი ხვალინდელი დღისთვის უნდა იბრძოლო! ზუსტად ერთი წელია, ვდგავართ“.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გაუძლებს საფრთხეებს, დაბომბვას, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე-დრონებს, ჩაბნელებას, სიცივეს, რადგან უკრაინელები ამ ყველაფერზე ძლიერები არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები