გაეროს 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში სამართლიანობისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი გაეროს 141-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა. კენჭისყრისგან თავი შეიკავა 32-მა სახელმწიფომ, ხოლო წინააღმდეგი იყო 7 ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი.
დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
გარდა ამისა, რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.