ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილის მმართველობის დროს არსებობდა ჩრდილოვანი მთავრობა – ღამე იკრიბებოდნენ აბსოლუტურად თანამდებობის სტატუსის არმქონე პირები და ისინი იღებდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს

სააკაშვილის მმართველობის დროს არსებობდა ჩრდილოვანი მთავრობა – ღამის მთავრობა, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ღამე იკრიბებოდნენ აბსოლუტურად თანამდებობის სტატუსის არმქონე პირები, მაგალითად თემურ ალასანია და ისინი იღებდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს.

„ფასადურად ჰყავდათ მაგალითად ლადო გურგენიძე. ის რომ არ იყო პრემიერ-მინისტრი, ხომ ყველამ ვიცოდით. თემურ ალასანია იღებდა ყველაზე ძლიერ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად მისი გადაუწყვეტელი საკითხი არ იყო“, – განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები