სოზარ სუბარი: სწორედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში, ჩემს თვალწინ ჩაიარა იმან, როგორ გამოიყენეს დონორებისგან გამოყოფილი დაფინანსებების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში რევოლუციის შესამზადებლად

სწორედ იმიტომ, რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორშიც, თან იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, ჩემს თვალწინ ჩაიარა, როგორ იყო გამოყენებული გარკვეული დაფინანსებების რაღაც ნაწილი ქვეყანაში რევოლუციის შესამზადებლად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დონორებისგან აღნიშნული გრანტები განსაზღვრული იყო ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

„მე ჩემი მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი საქართველოს და ძალიან მცირე ნაწილია, (ამ ნაწილშიც ძალიან კარგ საქმეს ვემსახურებოდი) რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული გრანტებთან. ვიყავი ქართული გაზეთის რედაქტორი, ვიყავი სკოლის დირექტორი, ვიყავი სახალხო დამცველი, ვიყავი მედავითნე 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეკლესიაში, ეს არის ჩემი ისტორია. ამაში შედის ის ნაწილი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც და მგონია, რომ იქაც ძალიან კარგს საქმეს ვემსახურებოდი, იმიტომ, რომ ძირითადად ეს იყო ადამიანი უფლებების დაცვა. თუმცა, სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორშიც და თან იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, იმანაც ჩემს თვალწინ ჩაიარა, როგორ იყო გამოყენებული გარკვეული დაფინანსებების რაღაც ნაწილი რევოლუციის შესამზადებლად, მაშინ როცა ამ გრანტების მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არ იყო დონორებისგან განსაზღვრული ამ დროს.

საქართველოს მტერი ძალიან ბევრი ჰყავს და ეს მტერი შეიძლება იყოს მთელს მსოფლიოში, ჩრდილოეთში, სამხრეთშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. როცა დასავლეთზე ამბობენ, რატომო – გუშინ თქვენს ეთერში ახსენეს ფინელი დეპუტატი – ჰაუტალა, რომელიც იბრძოდა აქ ჰესების აშენების წინააღმდეგ. ერთის მხრივ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ განახლებადი ენერგიები არის კარგი და ფინეთშიც, შვედეთშიც, ნორვეგიაშიც 99%-ით არის ათვისებული წყლის მთელი ენერგია და როდესაც საქართველოს ეს ერთი წყარო გვაქვს ენერგიის, რომლითაც უცხოეთზე არ ვიქნებით დამოკიდებული და ებრძვიან იმას, რომ საქართველოს თავისი ენერგია ჰქონდეს და არ იყოს ჩამოკიდებული არც რუსულ, არც აზერბაიჯანულ და არც თურქმენულ თუ სხვა ენერგიაზე, მე არ მგონია, რომ ამას ქვეყნის მეგობრობა ერქვას“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები