დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე თავის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში განაცხადა.
„ნატოს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის მომავალი გენერალური მდივანი ევროკავშირის მოქალაქე იყოს.
„ღირს იმის თქმა, რომ ჩვენ გვყავს ნატო, რომელიც არის უფრო ძლიერი და ცოცხალი“, – ხაზგასმით აღნიშნა ჯონსონმა.