შალვა პაპუაშვილი: მთელი აბსურდი ის არის, რომ უნდათ – მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე

“ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ყველაფერი ვნახეთ უკვე, ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს არა რადიკალიზმი, არამედ ქვეყნის განვითარება და მშვიდობა სურთ.

„მთელი აბსურდი ის არის, რომ უნდათ – მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე, მათ შორის, რეზოლუციაზეც, ხომ ამიტომ ვართ ჩვენ გულნაწყენი, რომ დეზინფორმაციის წყაროდ იქცა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს, საუბარია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი, არადა ვიცით, რომ ის გაექცა მართლმსაჯულებას. თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, არადა ვიცით, რომ ის შემოიპარა სწორედ რევოლუციების მოსაწყობად. რას ნიშნავდა არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში შემოსვლა და აქ გამოჩენა, მგონი, აქ ბავშვი არავინაა და არც ქართული საზოგადოება არის გამოუცდელი ამ მხრივ. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს, აღარ მიჰყვება არანაირ რადიკალიზმში, ვინაიდან ადამიანებს უნდათ ერთი რამ, ეს ქვეყანა განვითარდეს მშვიდობიანად, იყოს დამოუკიდებელი, იყოს თავისუფალი და აყვავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები