ხატია დეკანოიძე: ერთხელ და სამუდამოდ, მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს – მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის, ვისაც ამაზე ვესაუბრებით
“ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს – მე პირადად მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოიკვეთება კონტურები, თუ როგორ აპირებს პარტია საქმიანობას.
“ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც, ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელია – საუბარია, რაც წარმოუდგენელია. მე მაგალითად ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია. ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, როგორ აპირებს პარტია საქმიანობას”, – განაცხადა დეკანოიძემ.