გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ამ ადამიანმა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაღალა საზოგადოება და ახლა – სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნით

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაღალა საზოგადოება და ახლა – სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნით.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს მისი პრობლემაა.

„ამ ადამიანმა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაღალა ქვეყანა და საზოგადოება და ახლა – სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნით – მან და მისმა ოჯახმა, რას ჭამს, რას არ ჭამს და ა.შ. თუ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს არის მისი პრობლემა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები