რატი იონათამიშვილი: ჩემი სიმპათია იმ პროექტზე იხრება, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი უფრო მაღალ ფონზეა დაცული

“ყველაზე ლოგიკურია, რომ საპარლამენტო დისკუსიების ფორმატში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა და არგუმენტირებული პოზიციებით წარვდგეთ. რაც არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ყველაფერს რუსულს უწოდებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი სიმპათია იმ პროექტისკენ იხრება, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი მაღალ ფონზეა დაცული და სახელმწიფოს მხრიდან ხისტი მიდგომები არ არის.

„სხვა დროზე საუბარი რელევანტური არ არის, რადგან ეს კანონი ამერიკაში დღესაც მოქმედია და აქტიურ გამოყენებაშია. ჩემი სიმპათია იმ პროექტზე იხრება, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი უფრო მაღალ ფონზეა დაცული და სახელმწიფოს მხრიდან ხისტი მიდგომები არ არის, რასაც გარემოზე შეიძლება, პოზიტიური გავლენა არ ჰქონდეს, თუმცა ის მოტივაცია მესმის, რაც „ხალხის ძალას“ გააჩნდა, ვინაიდან მათ დააბრალეს, რომ ამერიკული კანონი არის არა ამერიკული, არამედ რუსული. სინამდვილეში, „ხალხის ძალას“ კი არა, ამერიკას დააბრალეს, რომ, თურმე, იქ რუსული კანონი მოქმედებს, რაც სრული აბსურდია. ყველაზე ლოგიკურია, რომ საპარლამენტო დისკუსიების ფორმატში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა და არგუმენტირებული პოზიციებით წარვდგეთ. რაც არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ყველაფერს რუსულს უწოდებს. მგონია, რომ ეს არის ევროპის საბჭოს რეზოლუციის კომპლექსი, რომელიც თავისი არსით მოღალატეობრივი იყო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამას მხარი დაუჭირა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები