ირაკლი ბერაია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შედის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთლიანად ალიანსისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ინტერესებში
ბრიუსელში ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა და ყველა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ალიანსისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დასაჩქარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი, რომლის გადაუდებელი საჭიროებაა რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე და უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ბრიუსელში ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა და ყველა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ალიანსისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ინტერესებში“, – განაცხადა ბერაიამ.
ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ალიანსის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.