სტამბოლის მერიამ ნგრევის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი შენობების დემონტაჟი დაიწყო
სტამბოლში იმ შენობების დემონტაჟი დაიწყეს, რომლებიც ნგრევის მაღალ რისკს განეკუთვნებიან.
როგორც ქალაქის მერმა, ექრემ იმამოღლუმ თქვა, ასეთი სულ 318 შენობაა, რომლებშიც, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი იმყოფება.
სტამბოლის მერიის გენერალური მდივნის თანაშემწის, ბუგრა გოკჩეს თქმით, 2019 წლიდან ქალაქის ხელისუფლებამ სახლების ნებაყოფლობითი და უფასო შეფასების პროგრამა დაიწყო.
მისი თქმით, პროგრამამ გამოავლინა 318 შენობა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება – ჩამოინგრეს, კიდევ 1 525 შენობა კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი რისკის D და E კატეგორიებით. 3 წლის განმავლობაში დამუშავდა, თითქმის 30 000 მოთხოვნა, ხოლო 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, შენობის შემოწმების სურვილით, თითქმის 40 000 მოთხოვნაა შესული.
როგორც ქალაქის მერმა ,,ტვიტერში,, დაწერა, “ჩვენ დავიწყეთ იმ შენობების დანგრევა, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ჩამოინგრეს. პროცესის დაჩქარების მიზნით, მერია ხალხს ბინების დაქირავებისთვის, დამატებით 4500 ლირას გამოუყოფს”.
10 თებერვალს ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლში, სულ მცირე, 90 ათასი შენობაა რისკის მაღალ ზონაში.