გივი მიქანაძე – კეზერაშვილზე: მის მიერ გაღებული ნებისმიერი თანხა გადახდილი იქნება ტყუილად იმიტომ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიერ გაღებული ნებისმიერი თანხა იქნება ტყუილად გადახდილი, ვინაიდან სააკაშვილის სიცოცხლე იქნება დაცული.

დეპუტატი “იმედის” მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ ლონდონში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში – გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი – დავით ტყეშელაშვილი ერთმანეთს ხვდებიან.

„მის მიერ გაღებული ნებისმიერი თანხა და ის 100 000, რაზეც არის საუბარი, ეს არის ისეთივე 100 000, როგორიც იყო 15-20 ათასი დოლარი, რაც გადაუხადეს ამერიკულ ლობისტურ კომპანიას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო არა 15-20 ათასი, არამედ ერთ მილიონამდე. ეს თანხა გადახდილი იქნება ტყუილად, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, – ამბობს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები