გია ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: მას გადაწყვეტილი აქვს, იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ როგორმე გათავისუფლდეს საპატიმრო ვადისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ პატიმრობისგან გათავისუფლდეს.

მისივე თქმით, პროცესები იმ მეთოდებს ააშკარავებს, რასაც სააკაშვილი იყენებს.

„მას გადაწყვეტილი აქვს, იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ როგორმე გათავისუფლდეს საპატიმრო ვადისგან. ეს ძალიან კარგად აშიშვლებს იმ მეთოდებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებს სააკაშვილი და იყენებენ მისი გულშემატკივრები და ოჯახის წევრები იმისთვის, რომ როგორმე ციხიდან დაიხსნან“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები