მსოფლიოში ბოლო 28 დღის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 5,3 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა 28 დღესთან შედარებით 89%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ჯანმო-ს ბიულეტენშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ 23 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში ვირუსს 48 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, რაც წინა 28 დღესთან შედარებით – 62%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება რეგიონულ დონეზე არსებულ ვითარებას ინფიცირების კლებაა დაფიქსირებული ორგანიზაციის ექვსივე რეგიონში. წყნარი ოკეანის რეგიონში 94%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 51%-ით; ამერიკაში 43%-ით; აფრიკაში 34%-ით; ევროპის რეგიონში 33%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 26%-ით.
ასევე, 28 დღის განმავლობაში დაფიქსირდა სიკვდილიანობის შემცირება ხუთ რეგიონში: დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, 77%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 62%)-ით; აფრიკაში 52%-ით; ევროპაში 50%-ით და ამერიკაში 14%-ით;
ამავდროულად, გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 18%-ით.