ტაჯიკეთში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინციან-უიგურის ავტონომიური რეგიონის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის საზღვრიდან 82 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში ფიქსირდება.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ბიძგები ყაზახეთსა და უზბეკეთშიც იგრძნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები