ირაკლი კობახიძე: ვერც ერთმა პარტიამ ვერ გაბედა ვერაფრის თქმა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის მეტი და რას არ ვაკეთებთ

უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა – ყველგან ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაცრი იმ თვალსაზრისით, რომ მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობდით რუსეთის სამხედრო აგრესიას. ჩვენი პოზიცია იყო ურყევი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამის მეტს როცა გთხოვენ… ჩვენს არაერთხელ კითხვა საჯაროდ დავუსვით – რა არის ის მეტი, რაც უნდა გავაკეთოთ და არ ვაკეთებთ. პასუხი იყო ნული. რამდენიმეს წამოსცდა რადიკალური ოპოზიციიდან, რომ უნდა გაგვეგზავნა შეიარაღება, რაც ნიშნავდა პირდაპირ კონფლიქტში ჩართვას, მაგრამ ეს იყო წამოცდენები ცალკეული. ვერც ერთმა პარტიამ ვერ გაბედა ვერაფრის თქმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის მეტი და რას არ ვაკეთებთ. რეალურად მათ უნდათ ერთი მხარდაჭერა – მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა პარტიების – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას.

„სასაცილო ის არის, რომ აქცია დააანონსეს და თვითონ კიევში წავიდნენ. ანუ, გაერიდნენ იმ აქციას, რომელიც განწირულია ფიასკოსთვის. ეს არის ხაბეიშვილის ერთგვარი ინტრონიზაციის აქცია. შანსი არ არის, რომ ამ აქციას ჰქონდეს წარმატება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები