ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე: ის დააწინაურეს და „მთავარში“ დაასაქმეს – ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დაუფასდა მას მეორე ფრონტისკენ მოწოდება

დღეს გამოვიდა ლევან ბერძენიშვილი, ასევე პირდაპირ, თავხედურად კამპანიას აწარმოებს „ევროპული საქართველო“ მეორე ფრონტთან დაკავშირებით. იციან საზოგადოების განწყობა, იციან, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მშვიდობის შენარჩუნებას. ამის მიუხედავად ისინი ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ გარკვეული ნაკვერჩხალი, იმისათვის, რომ კრიტიკულ მომენტში, თუ მოახერხებენ ვითარების აყირავებას, შემდეგ საზოგადოების განწყობა უფრო მეტად შეამზადონ მეორე ფრონტისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არ დგას არჩევანი მშვიდობასა და თავისუფლებას შორის.

„გარკვეულ მომენტში ეს დილემა შეიძლება დადგეს, ქვეყანას შეიძლება დაუდგეს არჩევანი მშვიდობასა და თავისუფლებას შორის. ასეთი მომენტები ისტორიაში არაერთხელ გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყალბი დილემაა. დღეს არ დგას ასე არჩევანი, ასე წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე ეს არჩევანი, ეს სრული სიყალბეა და საზოგადოება ამას არ იჯერებს. დღეს არ დგას არჩევანი მშვიდობასა და თავისუფლებას შორის. დღეს ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც მშვიდობა, ასევე თავისუფლება და ამას ვაკეთებთ ჩვენ. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ და ამიტომ არის ლევან ბერძენიშვილი აღიარებული როგორც ერთ-ერთი ოდიოზური და მიუღებელი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. სხვათა შორის ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ის დააწინაურეს და „მთავარში“ დაასაქმეს. ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დაუფასდა მას მეორე ფრონტისკენ მოწოდება. რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები