ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიღწევაა, რომ დღეს გუნდი გაწმენდილია აგენტებისგან და ჯაშუშებისგან

ჩვენი მთავარი მიღწევაა, რომ დღეს გუნდი არის აბსოლუტურად გაწმენდილი აგენტებისგან და ჯაშუშებისგან და ეს რომ ასე არ ყოფილიყო ამ ორ წელს ჩვენ უბრალოდ ვერ გადავიტანდით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი დღეს პრინციპულად ერთიანია.

„გახსოვთ, რა პროცესები წარიმართა საქართველოში, იყო ძალიან უხეში მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება. იყო სასამართლოს მიტაცების პირდაპირი მცდელობა და რაც ყველაზე მთავარია, იყო მეორე ფრონტად საქართველოს ქცევის მცდელობა. ჩვენ რომ არ გვქონოდა პრინციპული ერთიანობა გუნდში და რომ არ ყოფილიყავით დაწმენდილი ჯაშუშებისგან, ასეთ პრობლემებს ვერ გადავლახავდით. თეორიულად 2-3 კაცი შეიძლება არსებობდეს, როდესაც ამხელა ინტერესის საგანია ჩვენი ქვეყანა, თეორიულად ვერ გამორიცხავ, მაგრამ ჩვენი გუნდი დღეს პრინციპულად ერთიანია. რაც მთავარია, ძალიან შეთამაშებულია ერთმანეთთან მთავრობა, პარლამენტი, ადგილობრივი ხელისუფლება და ეს ყველაფერი გვაძლიერებს ჩვენ იმ უმძიმეს ბრძოლაში, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გადავიტანეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები