პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს შეეხებოდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა.

როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები