აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.
მისი თქმით, აშშ-მა არაერთხელ გააძლიერა უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა.
„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, რადგან ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, „აბსოლუტურად ნათელია“, რომ აშშ დაიცავს „ნატოს ყველა სანტიმეტრს“.