“სამარტოო საკანში ჩასვეს მოშიმშილე კაცი, ჩივილს ვაპირებ, ადვოკატი უკვე ავიყვანე” – რას ამბობს ბელგიის ციხეში გარდაცვლილი ქართველის ცოლი
“დილით მირეკავენ და მეუბნებიან – მეუღლე გარდაცვლილიაო, მიზეზად დაასახელეს გული, მაგრამ ვაკონკრეტებ, არასდროს ჩემ ქმარს გული არ აწუხებდა, მას ჰქონდა შაქარი”, – ამის შესახებ ბელგიის ციხეში გარდაცვლილი ქართველის მეუღლე აცხადებს.
მისივე თქმით, ოჯახი ჩივილს აპირებს.
“სამარტოო საკანში ჩასვეს ეს მოშიმშილე კაცი, 21-ე საუკუნეა, ბელგიაში თან. კაცს აქვს შაქარი თვალების მხედველობა 001%, მაგის საბუთიც მაქვს. მაგასთან რომ მივედით, შევედით პაემანზე არ მომეწონა, ძალიან ცუდი ფერი ედო, ფერზე არ მომეწონა და მთელი სპორტულები ჰქონდა ჭუჭყიანი, მაშინვე ვკითხე გცემეს-მეთქი? კაი, დაწყნარდი არაფერი არ არიო. დილის 10-ის ნახევარზე მირეკავენ და მეუბნებიან მეუღლე გარდაცვლილიაო, მიზეზად დაასახელეს გული, მაგრამ ვაკონკრეტებ, არასდროს ჩემ ქმარს გული არ აწუხებდა, მას ჰქონდა შაქარი. ჩივილს ვაპირებ, ადვოკატი უკვე ავიყვანე”, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
ცნობისთვის, ბელგიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან. უწყების ინფორმაციითვე, კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და საჭირო პროცედურები განხორციელდება.